Friday, July 5, 2013

ბაზრების ურთიერთდამოკიდებულება,მოთხოვნა , მიწოდება.

პროექტის სახელწოდება_                                
 ბაზრების ურთიერთდამოკიდებულება,მოთხოვნა , მიწოდება.    

 მოწავლეთა ასაკი -    მეთერთმეთე კლასი

პროექტის ხანგრძლივობაა- ორი თვე

      
1.        სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
   შ. ლაშხია- ეკონომიკის თეორია,  ნ.ტალახაძე მ.ნაცვალაძე-ეკონომიკა, სილაგაძე კახნიაშვილი -ეკონომიკა, ისტ საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია,მარკერები, ქარალდის ფორმატი, წებო და ფერადი ლენტები.
  2. პროექტის იდეა-
         მოსწავლეები შეისწავლიან თუ როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი, აქტიურად ერთვებიან პროექტში რადგანაც იღებენ  აუცილებელ ცონას  ბიზნესის დასაწყებად.
3.პროექტის აქტუალობა:
აქტუალურია რადგანაც მოსწავლეებს მოსწონთ კვლევის პროცესში ჩართვა, რადგან ბიზნესის დასაწყებად იღებენ  როგორც ბაზრის კვლევის გამოცდილებას  ასევე  დამოუკიდებელი ბიზნესის დასაწყებად ემზადებიან .
 4.მიზანი:
             მოსწავლეს უყალიბდება ჩვევა მოიძიონ ინფომაცია და ერთმანეთს დაუკავშიროს მოთხოვნილებისა(განუსაზღვრელობა,დაუკმაყოფილებლობა,ზრდადობა) და რესურსების(შეზღუდულობა ,ამოწურვადობა,იშვიათობა) მახასიათებლები.  მოთხოვნილების და  მოსახლეობის მატერიალური შემოსავლების განსაზღვრით შეძლოს  პრობლემის განსაზღვრა, ალტერნატივების ჩამოთვლა, კრიტერიუმების განსაზღვრა,ალტერნატივის შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება .პასუხობს კითხვებს  რა?, როგორ? ვისთვის?
5.   ინფორმაციის მოძიება და ანალიზი:
            მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად ჯგუფად პირველ ჯგუფს ევალება ინფორმაციის მოპოვება(ბაზრის ელემენტების შესწავლა კავშირი მოთხოვნა მიწიდებასა და წარმოებას  შორის დეფიციტია ბაზარზე თუ ჭარბი წარმოება,მოსალოდნელია თუ არა მოსახლეობის ფულადი შემოსავლების ზრდა და შესაბამისად მოთხოვნის(მოთხოვნილების ) გაზრდა)
       მეორე ჯგუფს ევალება ინტერნეტის საშუალებით სტატისტიკური მონაცემების მოპოვება და ანლიზი( რამდენია   მშპ-ს მაჩვენებელი, რას შეადგენდა მოსახლეობის ფულადი შმოსავლები და რა სახის საქონელზე იყო მოთხოვნა)
ბლოგის შექმნა, დასკვნების გაკეთება, მოძიებული ინფორმაციის განთავსება და ვიდეოკოლაჟის გაკეთება ევალება ორივე ჯგუფს.
     პროექტის დასასრულს მოსწავლეები წარუდგენენ ანგარიშს  დამსწრე საზოგადოებას 
6.კვლევის გეგმის შედეგი:
   მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიება, დამუშავება და ორგანიზება, კონკრეტული ცოდნისა და უნარის დაუფლება.
7.შეფასების საგანი და პროცედურები:

              მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფურ მუშაობაში(ინფორმაციის მოძიება , ორგანიზება, პრეზენტაცია)